Doctor's Search

The first anniversary of Vake

21/05/2016

ერთი წლის წინ ჭავჭავაძის 62-ში „ქსა მედიქალის“ მეორე მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა.

კლინიკა გაფართოვდა, დაემატა ახალი დეპარტამენტები, მოწვეული სპეციალისტები. ვაკეში უკვე ჩამოყალიბებულია ქირურგიის, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის, მასაჟისა და რეაბილიტაციის, გინეკოლოგიის, კოსმეტოლოგიის, პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტები, რომლებსაც უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები.

ეს ერთი წელი იყო ყველაზე რთული,რადგან კლინიკის მთელი პერსონალი და ხელმძღვანელობა დაუღალავად შრომობდა რათა გაემართლებინათ უკეთესი შედეგის,მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნების იმედი და მოლოდინი.

კლინიკაში გრძელდება უფასო აქციების და ფასდაკლებების პროგრამა,რათა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი იცნობდეს ჩვენი კლინიკის ღირებულებებს.კლინიკა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროგრამებში

დღეს, ერთი წლის შემდეგ აქსა მედიქალი აერთიანებს ორ ფილიალს და სილამაზის ცენტრს “Axa Beauty”.გეგმავს ახალი სერვისების დამატებას და მომსახურების სფეროში ყველა იმ სიახლის დანერგვას ,რათა ჩვენი პაციენტების ნდობა გაამართლოს.

ისევ და ისევ კლინიკისთვის უმთავრესია გუნდის პროფესიონალიზმი,სამედიცინო, მათ შორის, პროფილაქტიკური, განათლება,ისევე როგორც კლინიკის მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ქვეყანაში დანერგილი სტანდარტების მკაცრი კონტროლი.

აქსა მედიქალის მომსახურებები აწყობილია პაციენტთა მოთხოვნების და მოლოდინების გათვალისწინებით, რათა კმაყოფილი პაციენტი მუდმივად დარჩეს, როგორც ჩვენი სავიზიტო ბარათი.
რომ არა ჩვენი თანამშრომლების და პაციენტების ძალისხმევა, შენიშვნები, მონდომება, თავდადებული შრომა და პროფესიონალიზმი ვერ იქნებოდა „აქსა მედიქალი“ ისეთი წარმატებული, როგორიც არის. კლინიკის წარმატება თქვენი დამსახურებაა და განსაკუთრებული მადლობა თქვენ!

და ბოლოს…
„აქსა მედიქალი“ არის კლინიკა სადაც ნამდვილად ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე!
ხოლო სილამაზის ცენტრი „Axa Beauty” – ადგილი სადაც ზრუნავენ თქვენს სილამაზეზე!

Posted in News