ექიმის ძებნა

ჩვენ შესახებ

კომპანიის ისტორია

“აქსა მედიქალი” დაარსდა 2014  წლის  ოქტომბერში და დღეისათვის უკვე ორ ფილიალს აერთიანებს. კლინიკის მთავარი მიზანია ჯანმრთელი საზოგადოების შექმნასა და მხარდაჭერაში მონაწილეობის მიღება. აღნიშნულის მისაღწევად კი ჩვენი წვლილი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის, მათ შორის, ქრონიკული დაავადების მართვის გაუმჯობესებასა და სპეციალისტების მომსახურეობისათვის დალოდების დროის შემცირებაში გვესახება.

 

“აქსა მედიქალი” არის კლინიკა, სადაც ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე! ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად კომფორტული პირველი დონის კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურეობასთან, ჩვენი პაციენტის მიმდინარე და უწყვეტი მეთვალყურეობა და მისი კოორდინაცია სამედიცინო სფეროში.

 

“აქსა მედიქალი”, ითვალისწინებს რა პაციენტთა საჭიროებებს და მოთხოვნებს, მუდმივად ამატებს ახალ სერვისებს, ხვეწს უკვე არსებულს და ზრუნავს გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტისათვის ვიზიტი იყოს ნაკლებად სტრესული, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად “აქსა მედიქალში” პაციენტს დახვდება კომფორტული გარემო, ყურადღებიანი მიმღები პერსონალი და მშვიდი, დროეფექტური მომსახურება.

 

პაციენტებს კონსულტაციებს უწევენ სამედიცინო სფეროში აქტიურად და წარმატებით მოღვაწე, სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმები. კლინიკაში შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის მიღება, ადგილზე ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევების ჩატარება.

დეპარტამენტები
საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი

მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმები თანაშემწეებთან ერთად უზრუნველყოფენ პაციენტის პირველად გასინჯვას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს.

გინეკოლოგიის დეპარტამენტი
ქირურგიის დეპარტამენტი
დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტი
კარდიოლოგიის დეპარტამენტი
ულტრასონოგრაფიის დეპარტამენტი
პედიატრიის დეპარტამენტი
დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დეპარტამენტი
იმუნიზაცია-ვაქცინაციის დეპარტამენტი