ექიმის ძებნა

აკნე

24/06/2016

აკნე ანუ ფერიმჭამელა — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციის დროს ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს განსაზღვრული ტიპის ანდროგენებს (მამაკაცის ჰორმონებს), რაც კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს. ამას ემატება თმის ფოლიკულის არხში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნაც. შედეგად ჩნდება საცობი, დაგროვილი მასა კანის ზედაპირამდე ვეღარ ამოდის და ფოლიკულში იყრის თავს,წარმოიშობა კომედონები (ფერიმჭამელები), ხოლო მათი ინფიცირებისას – ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე).აკნეს გარშემო კანიწითლდება. ასეთი ჩირქოვანი აკნეს ხელი შეხება და შიგთავსის გამოდევნა არ შეიძლება. გამორიცხული არაა, მასში ინფექცია შეიჭრას და პრობლემა კიდევ უფრო გართულდეს.
გართულდეს. თირკმელზედა ჯირკვალის პათოლოგიის გარდა მისი ხელშემწყობი დაავადებებია- შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს.
აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა
აკნე მხოლოდ გამონაყარი არაა და პრობლემას მხოლოდ გარეგნობის გამო არ ქმნის. აკნეს დროს ადამიანს აღენიშნება:

დაბალი თვითშეფასება – ასეთ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ხვდებით, რომ ისე კარგად არ გამოიყურებით, როგორც ადრე. ადამიანები ცდილობენ ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, გააცდინონ სკოლა ან სამსახური.

დეპრესია – ხშირად აკნეს სახლის პირობებში მკურნალობა უშედეგოა ხოლმე. თუ აკნე დიდხანს გაგრძელდა, ადამიანი შეიძლება თავის თავში ჩაიკეტოს კიდეც რაც დეპრესიის ერთ-ერთი წინაპირობაა.

მუქი ლაქები სახეზე – აკნეს არასწორად მკურნალობის შემთხვევაში ხშირია სახეზე და სხეულის სხვა უბნებზე ნაწიბურების ან ლაქების დარჩენა. ამ უკანასკნელების გაქრობას კი თვეები ან წელიც კი შეიძლება დასჭირდეს.

ნაწიბურები – მუქი ლაქებისგან განსხვავებით, ისინი სამუდამოა. ნაწიბურები ხშირად კისტების და კვანძების შემდეგ რჩება.
ერთადერთი გზა, რომ ისინი უმტკივნულოდ და უსაფრთხოდ მოიშოროთ, დერმატოლოგთან ვიზიტია, რომელიც თქვენთვის შესაფერის მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ
აკნე ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს. მისი მკურნალობის აუცილებელი პირობა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და კანზე მეორეულად გააქტიურებული ინფექციური პროცესის დათრგუნვაა. თუ აკნეს მიზეზი არ აღმოიფხვრა, მკურნალობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება.
სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება და ახალი ელემენტებიც აღარ წარმოიქმნება.

კლინიკა-” Axa medical”ის კოსმეტოლოგები გთავაზობენ აკნეს მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით.მკურნალობისას გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე აპარატები კოსმეტიკური პროცედურა და/ან მედიკამენტები.
აკნეს შემთხვევაში, სასურველია კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, დერმატოლოგთან და კოსმეტოლოგთან გაიაროთ. სპეციალისტების მიერ ერთობლივი მკურნალობის შედეგად ყველაზე რთული ფორმებიც კი მარტივად ინკურნება. მობრძანდით ჩვენთან და განთავისუფლდით ამ პრობლემისაგან!

განყოფილება : Axa Beauty