ექიმის ძებნა

ცილები

06/12/2016

სტრუქტურულ ცილებს – სამშენებლო დანიშნულება აქვთ , ასეთია კოლაგენი ,რომელიც ჩვენი სხეულის მთელი ცილური შემადგენლობის 35 % შედაგენს .ის შემაერთებელი ქსოვილის მთავარი ცილაა. კოლაგენი შედის მყესების ,იოგების ,ხრტილის ,ძვლის ,კანის შემადგენლობაში და მათ სიმტკიცესა და ელასტიურობას უზრუნველყოფს .კოლაგენის ფუნქციას მისი აგებულება განაპირობებს, ის უჩვეულო ცილაა .მისი მოლეკულა სამი სპირალურად დახვეული პოლიპეპტიდური ჯაჭვისაგან შედგება ,რამოდენიმეე ასეთი მოლკულა ერთმანთს უკავშირდება და ერთ მთლიან სტრუქტურას ქმნის ,სწორედ ამიტომაა კოლაგენის მოლეკულა მტკიცე და ჭიმვადიც .
კოლაგენი შედის რქოვანასა და ბროლის შემადგენლობაში ,კერატინთან ერთად კოლაგენი განსაზღვრავს კანის ელასტიურობას ,ასაკში მისი დეგრადაცია ნაოჭების გაჩენას იწვევს .
კოლაგენს კოსმეტოლოგიაში იყენებენ ,მისი ინექციით ტუჩის ფორმის შეცვლაა შესაძლებელი .
გერმანელი ფიზიკოსი ჯულიან ვან ანდრეა გატაცებულია ცილების მოდელების შექმნით ,მისი მრავალი ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშად არის აღიარებული ,მან ძეგლი დაუდგა კოლაგენს .მეცნიერის აზრით კოლაგენის ფიგურა ,რომლის ერთ ბოლოში პოლიპეპტიდური ჯაჭვები ერთმანეთს სცილდება, ორგანიზმის ზრდისა და დაბერების მეტაფორაა .
შემდეგი სტრუქტურული ცილებია : კერატინი ,რომელიც თმის ,ფრჩხილების ,რქების ,ბუმბულის მთავარი სტრუქტურული ცილაა .
ელასტინი – რომელიც  აორტის ,არტერიების ,ფილტვების ,შარდის ბუშტის ელასტიურობას განაპირობებს .
ფიბრინი – შედის აბრეშუმის ჭიისა და ობობას ჯირკვლების მიერ გამომუშავბულ სეკრეტში ,ის აბრეშუმის ძაფისა და ობობას ქსელის სიმტკიცეს განსაზღვრავს .

 სატრანსპორტო დანიშნულება აქვს ცილა- ჰემოგლობინს, რომელიც ფილტვებიდან სხვადასხვა ქსოვილებამდე ჟანგბადის ტრანსპორტს უზრუნველყოფს .
სატრანსპორტო ცილაა სისხლის შრატის –ტრანსფერინიც ,რომელიც ნაწლავებიდან შეწოვილი რკინით იტვირთება და ის სხეულის ყველა უჯრედამდე მიაქვს .

დამცველობითი ფუნქციის მქონე ცილაა – ანტისხეულები რომლებსაც იმუნური სისტემა ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიებისა და ვირუსების ,ანუ ანტიგენის აღმოჩენისა და შებოჭვისათვის იყენებს .სხვადასხვა ანტიგენის წინააღმდეგ ორგანიზმში სხვადასხვა  ანტისხეული გამომუშავდება.

განყოფილება : ეს საინტერესოა