ექიმის ძებნა

სისხლის შედედება

20/02/2017

       სისხლის დიდი ზომის კოლტის წარმოქმნა საგანგაშოა და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს ,მაგრამ სისხლის მიმოქცევის სისტემის ნაკლებად მძიმე და ფარული დაზიანებები ყოველდღიური მოვლენაა. კანის გაჭრა, გაკაწვრა, დაჟეჟილობა, კიდურების მკვეთრი მოძრაობები და ზოგჯერ ყოველდღიური ჩვეული საქმიანობაც კი ორგანიზმს უაღრესად ნაზი , წვრილი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევას ან გაგლეჯას იწვევს ,ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაზიანებები მაინც საფრთხის შემცველია. ორგანიზმის მიერ სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგვის  შემთხვევაში ქსვილები და ორგანოები ზიანდება ან იღუპება ,რამაც შეიძლება მთელი სისხლის მიმოქცევის სისტემა მოშალოს, საბედნიეროდ ორგანიზმი აღჭურვილია რამდენიმე მექანიზმით,რომელთა ერთობლივი სახელია ჰომეოსტაზი. ისინი სწრაფად მოქმედებენ შინაგან თუ ზედაპირული სისხლდენის აღსაკვეთად. წვრილი სისხლძარღვევებიდან გამოსულ ნაკადს ამცირებენ ან აჩერებენ. თუ საჭიროა მსხვილი ან რამოდენიმე სისხლძარღვის  გაგლეჯის შემთხვევაში  შედედება როგორც წესი სისხლდენას ვერ აჩერებს , ამისთვის საჭირო ხედბა ნაკერების დადება და გადახვევა. ჭრილობის შეხორცება კი ხანგრძლივი პროცესია ,რაც აღდგენითი მექანიზმების მონაწილეობით  მიმდინარეობს.

სისხლის შედედების მექანიზმი:

სისხლის კოლტი ერთმანეთთან დაკავშირებული რამოდენიმე ქიმიური რეაქციის შედეგად იქმნება .დაზიანებული უჯრდების მიერ გამოყოფილი ცილების ჯგუფი ,რომელთაც შედედების ფაქტორები ეწოდებათ,სისხლის მიმოქცევაში ხვდებიან ,როდესაც წვრილი სისხლძარღვევების მთლიანობა დაირღვევა,შედედების ფაქტორები ფერმენტ თრომბინზე ზემოქმედებენ ,ის კი სისხლის ხსნად ცილა ფიბრინოგენს ,რომელიც კოლტის შექმნაში მონაწილეობს უხსნად ფიბრინოგენად გარდაქმნის. ადამიანებს რომელთაც მემკვიდრობითი დაავადება ჰემოფილია აქვთ სისხლის შედედების ერთ-ერთი ფაქტორი აკლიათ ნებისმიერი ჭრილობა მათთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს,რადგან სისხლი ნორმალურად არ დედდება ,მდგომარეობას გამოასწორებს ორგანიზმში მხოლოდ ამ დეფიციტური ფაქტორის შეყვანა ( როგორც წესი ინექციით ).

 K– ვიტამინი:
ღვიძლის უჯრდები K -ვიტამინს შედედების ფაქტორების სინთეზისათვის იყენებენ ,ამ ვიტამინის ორგანიზმის საჭიროებისათვის საკმარის  რაოდენობას , ჩვეულებრივ ნაწლავის ბაქტერიები გამოყოფენ ,თუმცა ჰემოფილიის და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებმა იგი დამატებით უნდა მიიღონ . k -ვიტამინს მწვანე ბოსტნეული , განსაკუთრბით ბროკოლი უხვად შეიცავს.

განყოფილება : ეს საინტერესოა