ექიმის ძებნა

ჭარბთმიანობა

08/04/2016

თმები ადამიანის სხეულზე იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სქესობრივი მომწიფების შემდგომაც.რეალურად ადამიანს მცირე ასაკიდანვე აქვს სხეულზე თმები, ოღონდ,ტესტოსტერონის გავლენით ასაკთან ერთად ისინი გარდაიქმნებიან ტერმინალურ თმებად, რომელიც ხდება მუქი, უხეში და ზოგ შემთხვევაში ესთეტიურად არასასურველი.

ჭარბთმიანობა  უმეტესად  მხოლოდ  კოსმეტიკური  და  ფსიქოლოგიური  პრობლემაა, მაგრამ  არსებობს  ისეთი  მდგომარეობებიც, როცა  ის  მძიმე  ჰორმონულ  დარღვევაზე  მეტყველებს. სამედიცინო  ლიტერატურაში  ჭარბთმიანობას  ორი  ტერმინით  აღწერენ. ესენია: ჰირსუტიზმი  და  ჰიპერტრიქოზი.

ჰირსუტიზმი – არის ქალის სხეულზე სქელი ან მუქი თმის ჭარბი ზრდა მამაკაცისთვის დამახასიათებელ ადგილებზე. ეს ადგილებია სახე (საულვაშე, ლოყები), სარძევე ჯირკვლების არეოლა, გულ-მკერდი, მუცლის ქვედა ნაწილი, ზურგი, ბარძაყები. ჰირსუტიზმი, ჩვეულებრივ, მამაკაცის ჰორმონების (ანდროგენების, მაგალითად, ტესტოსტერონის) სიჭარბესთან არის დაკავშირებული ან მამაკაცის ჰორმონების ნორმალური შემცველობისას მათდამი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შედეგია.

 

ჰიპერტრიქოზი – სხეულზე  თმიანობის  მატებაა, რომელიც  ორივე სქესის პირებთან შეიძლება შეგვხვდეს. თმა შესაძლოა ჭარბად გაიზარდოს განსაზღვრულ ადგილებზეც და მთელ  სხეულზეც, იყოს  თხელი, ბაცი ფერისა, სქელი, გრძელი… თმიანობის  ამგვარი  დარღვევა  ზოგთან  დაბადებისთანავე  შეინიშნება, ზოგს  შემდგომ  უვითარდება.

მიზეზები:
თმიანობა  მამაკაცური  და  ქალური  ჰორმონების  ბალანსზეა  დამოკიდებული. მამაკაცური  ჰორმონები  ასტიმულირებს  სქელი, მუქი  თმის  ზრდას. ქალური  ჰორმონები (მაგალითად – ესტროგენი) აფერხებს  თმის  უჩვეულო  ზრდას, ხოლო  ჩვეულ  თმიანობას  ჯანსაღ  იერსა და სასიამოვნო ფერს  სძენს.

ჰირსუტიზმის  მიზეზები:
საპირისპირო  სქესის  ჰორმონები  მცირე  რაოდენობით  გამომუშავდება  როგორც  ქალის, ისე მამაკაცის  ორგანიზმშიც. ჰირსუტიზმის  მიზეზია  ჰორმონული ბალანსის  დარღვევამამაკაცის  ჰორმონთა  სასარგებლოდ. უნდა  ითქვას, რომ ზოგჯერ ჰირსუტიზმი  ოჯახურია – თაობიდან  თაობას გადაეცემა. ამ შემთხვევაში ქალის  თმის ფოლიკულებს მომატებული მგრძნობელობა აქვთ მამაკაცური ჰორმონების ნორმალური  რაოდენობის  მიმართ. დაავადებათაგან  ჰირსუტიზმის  მიზეზი  ყველაზე  ხშირად  პოლიცისტური  საკვერცხის  სინდრომია, შედარებით  იშვიათად:

  • ჰიპოფიზის, საკვერცხის, თირკმელზედაჯირკვლის დაავადებები, რომლებიც  მამაკაცური  ჰორმონების  ჭარბად  წარმოქმნას  იწვევს.
  • მამაკაცის ჰორმონების  წარმომქმნელი  სიმსივნეები (საკვერცხის, თირკმელზედა  ჯირკვლის, ფილტვის, საჭმლის  მომნელებელი  სისტემის).
  • ზოგიერთი მედიკამენტი – ანაბოლური  სტეროიდები, დანაზოლი, ჩასახვის  საწინააღმდეგო  ტაბლეტები  პროგესტერონის  მაღალი  შემცველობა.
  • თმიანობის ოჯახური  ხასიათი, რაც  ხშირია  ხმელთაშუა  ზღვისპი­რეთში, აზიასა  და  ახლო  აღმოსავლ­ეთში.

თმის  მოცილება  გავრცელებულია  მსოფლიოში  თითქმის  ყველა  კულტურაში, ყველაზე  გავრცელებულ  თმის  მოცილების  მეთოდს  გაპარსვა  წარმოადგენს.

სხეულიდან  თმის მოცილება არის პროცესი რომლის შედეგადაც ხდება თმის ღერის მოცილება თმის ბუდიდან, ან კანის  ზედაპირიდან. თმის  მოცილების  სინონიმებია ეპილაცია, დეპილაცია.

  • დეპილაცია – არის თმის მოცილება სხეულის კანის ზედაპირის  ზემოთ.  დეპილაციის  ყველაზე  ხშირი  ფორმაა – გაპარსვა, ასევე არსებობს დეპილაციის ქიმიური  საშუალებები (ისინი ცილის  დისულფიდურბმებს  წყვეტენ, რაც  თმას  აძლევს  სიმტკიცეს).
  • ეპილაცია – მთლიანი თმის ღერის  ამოღება , ამ  დროს  თმის  ის  ნაწილიც  სცილდება  სხეულს  რაც  კანის  ქვეშაა. ეპილაციას  მიეკუთნება:  ეპილატორით (მექანიკური),  რაც ეხლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა-ლაზერით(დიოდიუმი,ალექსანდრიტი..)  და  ა.შ

  ჭარბთმიანობის  მკურნალობის სტრატეგიაში  გადამწყვეტი  ფაქტორია  ჰორმონული  სტატუსის  იდენტიფიცირება  და  მისი  გაწონასწორებაა.რადგან- “Axa Beauty”_ის ლაზეროთერაპევტი  სამედიცინო განათლებითაა, ამიტომ  მის მიერ უფრო ზუსტად ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და მიზანმიმართული რეფერალი სპეციალისტთან-ენდოკრინოლოგთან,გინეკოლოგთან.პრობლემის დასამარცხებლად  კი , ენდოკრინოლოგის მიერ შეირჩევა მკურნალობის სწორი  კურსი და გაითვალისწინეთ,სწორედ ამის  შემდეგ  არის  რაციონალური  და  ეფექტური  ჭარბი  თმის  მოსაცილებელად  ადგილობრივი  მეთოდის  დიოდური ლაზერული ეპილაციისგამოყენება.

რადგან, მხოლოდ ჩვენთან ხდება ლაზეროთერაპევტისა და ენდოკრინოლოგის მიერ მკურნალობის სტრატეგიის შეთანხმებული და ზუსტი შერჩევა,შედეგიც უნაკლოა და  მალევე თვალსაჩინო ხდება!

 გაითვალისწინეთ ჩვენი კლინიკის სტრატეგია და გააკეთეთ სწორი არჩევანი!!!

 

 

განყოფილება : Axa Beauty