ექიმის ძებნა

მწვავე ქოლეცისტიტი

07/02/2017

      მწვავე  ქოლეცისტიტი

ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც აღინიშნება ნაღვლის წვენის გადაადგილების შეფერხება, ნაღვლის ბუშტის დესტრუქცია და შეშუპება. 85-95% -ში მწ.ქოლეცისტიტი უკავშირდება ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებას (კალკულოზური ქოლეცისტიტი). 60% – არაკალკულოზური ქოლეცისტიტი, რომლის მიზეზი შესაძლოა იყოს დიეტა, ზედმეტი ვარჯიში, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ჰორმონული დისბალანსი, ალერგიული რეაქციები, ინფექციური აგენტები (ბაქტერიები, პარაზიეტები). აგრეთვე გამოყოფენ ქოლეცისტიტის კატარალურ და დესტრუქციულ ფორმებს (ფლეგმონოზურს ,წყლულოვანს,განგრენოზულს და პერფორაციულს )

     ძირითადი სიმპტომები:

  • ტკივილი _ მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატში ,ზოგჯერ ეპიგასტრიუმში და მარცხენა ზედა კვადრატშიც ,ხშირია ირადირებული ტკივილი მხრის , კისრის ,ბეჭის
  • დისპეფსია_ მწარე გემო პირის ღრუში ,გულისრევა ,ღებინება,სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში
  • ინტოქსიკაცია _ ტემპერატურის მომატება ,სისუსტე ,უმადობა, კუნთების ტკივილი
  • ვეგეტატიური დარღვევები _ თავის ტკივილი ,ოფლიანობა ,უძილობა

     დიაგნოსტიკური გამოკვლევები:

● მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა
● მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ( საჭიროებას გადაწყვეტს მკურნალი ექიმი)
●ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ( საჭიროების შემთხვევაში)
●ჰეპატოქოლეცისტოგრაფია( საჭიროების შემთხვევაში)
●სისხლის საერთო ანალიზი
●შარდის საერთო ანალიზი
●ღვიძლის ფუნქციური სინჯების განსაზღვრა სისხლში
●ბილირუბინის განსაზღვრა სისხლში
●განავლის ანალიზი პარაზიტების გამოსავლენად
●გენეტიკური ტესტირება ( PPCR) –პარაზიტების გამოვლენის

     მწვავე ქოლეცისტიტის გართულებები:

●ნაღვლის ბუშტის ემპიემა ( ჩირქოვნი ანთება)
●ნაღვლის ბუშტის კედლის ნეკროზი
●ნაღვლის ბუშტის კედლის პერფორაცია ( ხვრელის ფორმირება)
●პერიტონეალური ანთება ( პერიტონიტი)
●ქოლანგიტი( დაავადება ,რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ნაღველსადინარი გზების ანთება)
●ხანგრძლივი კალკულოზური ქოლეცისტიტის გამო ბილიარული ციროზი

   კალკულოზური ქოლეცისტიტის ძირითადი რისკ -ფაქტორებია  :
●გენეტიური განწყობა
●ორსულობა
●ჰორმონალური კონტრაცეპტიული საშუალებების ხანგრძლივად მიღება
●ქრონიკული ყაბზობა
●ვიტამინი -A ნაკლებობა
●არარეგულარული კვება ( დიეტა შიმშილი)
●პანკრეასის დაავადებები
●ნაღვლის სადინარის და მილების შეხორცებითი და ნაწიბუროვანი პროცესი
●თანმხლები ქრონიკული დაავადებების დროს ხანგრძლივად დანიშნული ზოგიერთი პრეპარატის მიღება

       მკურნალობა:

●ანტიბიოტიკოთერაპია
●ანტიპარაზიტული მდიკამენტები ( საჭირობისას)
●დეტოქსიკაცია (საინფუზიო და პერორალურად მისაღები ხსნარების გამოყენება )
●ანალგეტიკები
●ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები .
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებას გეგმავს ექიმი და არჩევს სიფრთხილით მედიკამენტებს, განსაკუთრებით კალკულოზური ქოლეცისტიტის დროს ( ვინაიდან კონსერვატიული მკურნალობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგიანი არ არის ძირითადად მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას ).

     პროფილაქტიკა: 

●ხშირად კვება ( ძრითადად 4-ჯერ)
●სითხის მიღება ( დაახლოებით 2 ლ-მდე)
●ღამით კვების შეზღუდვა
●ნაწლავურ პარაზიტებთან ბრძოლა
●წონის რეგულირება ( ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმით და არა მკაცრი დიეტით)
●სტრესთან ბრძოლა

●მედიკამენტების მიზნობრივად გამოყენება ექიმის რეკომენდაციით

●სიმპტომების არარსებობის მიუხედავად წელიწადში ერთჯერ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გმოკვლევის ჩატარება და სისხლის სართო ანალიზის აღება , როგორც საპროფილაქტიკო ღონისძიება .

      რომელი კვების პროდუქტები არ არის რეკომენდირებული მწვავე ქოლეცისტიტის დროს : 
●ახალგამომცხვარი თეთრი პური , შავი პური , საფუარიანი საკონდიტრო ნაწარმი , ხორბლის ფაფა .
ხორცის ,თევზის და სოკოს ბულიონი ,
●ბოლოკი , მჟაუნა ,წიწაკა , სოკო , კომბოსტო , ლობიო ,ბარდა ,კონსერვები.ნიგოზი , მიწისთხილი ,თხილი,მზესუმზირა,
●ცხიმიანი ხორცი ,შემწვარი ხორცი ,შებოლილი ან დაკონსერვებული პროდუქტები ,ბატის , იხვის ან გარეული ფრინველის ხორცი ,
●რძე ,ნაღები , შემწვარი კვერცხი ,ერბო ,მარგარინი ,ცხოველური ცხიმი
●ხილის და კენკრის მჟავე ჯიშები.

სტატიის ავტორია კლინიკა “აქსა მედიქალის” ოჯახის ექიმი – მაკა ცუცქირიძე.

განყოფილება : ეს საინტერესოა