ექიმის ძებნა

ჰორმონები და შიმშილი

01/02/2017

ჰორმონები და შიმშილი
ადამიანს ჭამას აიძულებს შიმშილის გრძნობა ,რომელიც მაშინ ეუფლება ,როცა სხეულის ენერგიის შემცირებული მარაგის აღდგენა არის საჭირო . ამ ბიოლოგიურ პროცესს სხვაგვარ ელფერს სძენს მადა _ გემრიელად ჭამის სურვილი,რაც ადამიანს სიამოვნებას ჰგვრის . ყველა სხვა სასიცოცხლო პრეცესის მსგავსად ,საჭმლის  მონელებაც ნერვული სისტემის მიერ იმართება, მაგრამ  რაოდენ  გასაოცარი უნდა იყოს ,ბევრი ჰორმონი კვებითი ქცევის რეგულირებაშიც  აქტიურ  როლს  ასრულებს .
საჭმლის  მომნელებელი სისტემის ან ცხიმოვანი უჯრედების მიერ გამოყოფილი ჰორმონები სისხლის მიმოქცევას ჰიპოთალამუსისკენ გადააქვს , სადაც „შიმშილისა „ და „სიმაძღრის“ ცენტრებია . თუ სისტემა გამართულად მუშაობს , როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ეცემა , მაშინ ამ ჰორმონების გავლენით მადა ძლიერდება , ხოლო ორგანიზმისათვის აუცილებელი ენერგეტიკული მარაგის შევსების შემდეგ იკარგება .მართალია ნორმალური კვების პროცესის მარეგულირებელი მრავალი მექანიზმი ჯერაც ამოუხსნელია,მაგრამ მეცნიერებს სულ უფრო აინტერესებთ შიმშილის ჰორმონები და  ჯანმრთელობის სხვა დარღვევებთან საბრძოლველად მისი გამოყენების გზების დადგენა.

ნერვული დაძაბულობა და კვება:
ადამიანთა უმრავლესობა დროდადრო უკონტროლო ჭამას იწყებს ,რათა მოწყენილობას, მარტოობას, სიბრაზეს, სხვა  გრძნობებსა და სტრესს გაუმკლავდეს, კვება დასამშვიდებლად და არა შიმშილის მოსაკლავად იმპულსური ქცევაა . ამ დროს ადამიანი ნაყინს, პიცას, საყვარელ კერძს ან სხვა რომელიმე საკვებს განსაკუთრებით ეტანება .დიდი    მოწონებით სარგებლობს შოკოლადიც .იგი იმ პროდუქტებს მიეკუთვნება ,რომელთა ქიმიურ ნაერთებს თავის ტვინზე მოქმედების შედეგად ადამიანს განწყობა უუმჯობესდება.
წახემსება ნერვულ ნიადაგზე განვითარებული ჩვევაა. გვიან ღამით მიღებული კალორიები, როგორც წესი  სხეულის წონის მატებას იწვევს ,რადგან ძილის დროს ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა იკლებს.

ცხიმის დაგროვება:
ფაშარ შემაერთებელ ქსოვილში ჯგუფებად განლაგებული ცხიმოვანი უჯრედებს ფუნქცია სისხლიდან ჭარბი გლუკოზის შეთვისება ,ლიპიდებად გარდაქმნა და მარაგის სახით დაგროვებაა,რომელიც ენერგეტიკული დეფიციტის შემთხვევაში გამოიყენება ცხიმოვანი უჯრედების ზედაპირი გაჭიმული ან დაჭმუჭნილია,რაც ლიპიდების დაგროვება _ დახარჯვაზეა დამოკიდებული.

შიმშილობა:
საკვების მიღების მოთხოვნილების  დაკარგვას ანორექსია ეწოდება .ნერვული ანორექსია ქრონიკული და სახიფათო კვებითი აშლილობაა, რასაც ღრმა ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს,ამ დროს პიროვნებაშეგნებულად შიმშილობს და ბევრს ვარჯიშობს .ზოგჯერ ანორექსიის შედეგად პაციენტი იღუპება,თუმცა უმრავლესობა რჩევებს ითვალისწინებს და თანდათანობით კვების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება .
 

ზედმეტი ჭამა:
ორგანიზმში დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება არაჯანსაღ სიმსუქნეს იწვევს ,ამისი მიზეზი ზოგჯერ მემკვიდრული ან ჰორმონული ფაქტორები ,ყველაზე ხშირად კი მეტაბოლური წონასწორობის დარღვევა ხდება ,როდესაც ორგანიზმის საკვებიდან იმაზე მეტ ენერგიას იღებს ,ვიდრე ხარჯავს .
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიმსუქნე ჯანმრთელობის ერთ-ერთ გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მის გამო იზრდება დიაბეტის, გულისა და სხვა ქრონიკული დაავადებების აგრეთვე ზოგიერთი სახის სიმსივნის რისკი.

 მადის შეცვლა:
ზოგიერთი იმპულსი მადის აღძვრას იწვევს , გემრიელი საჭმელებით ლამაზად გაწყობილი მაგიდის დანახვისას ადამიანები როგორც წესი, ჩვეულებრივზე მეტს ჭამენ, მიუხედავად იმისა, შიათ თუ არა. ზოგიერთი გამღიზიანებელი, მაგალითად ,ლურჯი ფერი მადის დაკარგვას იწვევს, რადგან ამ ფერის საკვები პროდუქტი ბუნებაში ძალზე ცოტაა, ადამიანს ქვეცნობიერებაში ის ჭამასთან არ ასოცირდება.

გრელინი – ორგანიზმში ჰორმონ გრელინის დონე საკვების დანახვაზე იზრდება, მას კუჭისა და წვრილი ნაწლავის ამომფენი შრის უჯრედები გამოყოფენ .

ლეპტინი – ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედების მიერ დროდადრო სინთეზირებული. ეს ჰორმონი მადის დამაქვეითებელია.

yy-პეპტიდი – მადის დამაქვეითებელი ჰორმონია, რომელსაც საკვების მონელების შემდეგ წვრილი ნაწლავის ზოგიერთი უჯრედი გამოყოფს .

ინსულინი – საკვების მიღების შემდეგ პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინი ჰიპოთალამუსზე მოქმედებს და მადის დაქვეითებას იწვევს .

სტატიის ავტორია კლინიკა “აქსა მედიქალის” ოჯახის ექიმი – მაკა ცუცქირიძე

განყოფილება : ეს საინტერესოა