ექიმის ძებნა

იმუნური რეაქციები

21/05/2017

  ორგანიზმის თავდაცვის უნარის  ანუ იმუნიტეტის საფუძველია ლიმფოციტები -სპეციალიზებული ლეიკოციტები , რომელთა წარმოქმნა ძვლის წითელ ტვინში მიმდინარეობს , შემდეგ მათი ნაწილი იქვე B ლიმფოციტებად , ნაწილი კი მკერდუკანა ჯირკვალში T ლიმფოციტებად ფორმირდება . ორივე ტიპის ლიმფოციტები ლიმფურ კვანძებსა და ლიმფოიდურ ქსოვილებში გროვდებიან და მრავლდებიან .

T ლიმფოციტები უჯრედული იმუნიტეტის კატალიზატორები არიან. მათი ფუნქცია იმ უჯრედების აქტივაცია და ხელშეწყობაა,რომლებიც ორგანიზმის ინფიცირებული ან ანომალიური უჯრედების მიგნებასა და დაშლაში მონაწილეობენ.

B ლიმფოციტები – პირიქით გამოიმუშავებენ ანტისხეულებს  – დამცავ ცილებს, რომლებიც თხევად გარემოში  მაგ: სისხლში არსებულ ბაქტერიებს , ვირუსებს , უმარტივესებს , ტოქსინებსა და სხვა საფრთხეებს ებრძვიან. მათი დამცავი აქტივობით ჰუმორული ( სისხლში არსებული ) იმუნიტეტი ყალიბდება.
უჯრედული იმუნიტეტი , რომლის ფორმირებასაც  Tლიმფოციტები უზრუნველყოფენ  და ჰუმორული იმუნიტეტი, რომელიც Bლიმფოციტების ანტისხეულებით იქმნება, სხეულის შეძენილი იმუნიტეტის სისტემას ერთად აგებენ . მისი დანიშნულება კი სპეციფიკური პათოგენის ან ანომალიური უჯრედებისაგან ორგანიზმის დაცვაა.
ორგანიზმის ყველა უჯრედს ზედაპირზე სპეციფიკური ცილები  “მარკერები“ აქვს , რომელთა საშუალებით იმავე ორგანიზმის სხვა უჯრედები მას ცნობენ და „თავისიანად„ მიიჩნევენ , ხოლო ანომალიური უჯრედები და შემოჭრილი ნივთიერებების უმრავლესობა “უცხოდ“ აღიქმებიან . ასეთებს განეკუთვნებიან ანტიგენები – ნივთიერებები , რომელთაც იმუნური სისტემა არ იღებს და რეაქციით პასუხობს .
ორგანიზმის უსაფრთხოება დამოკიდებულია ლიმფოციტებისა და დამცავი სისტემის სხვა კომპონენტების უნარზე – ერთმანეთისგან  განასხვაონ  საკუთარი  ჯანმრთელი  ელემენტები  და  უცხო  ანომალიური  სხეულები.
ანტისხეულებისა და T ლიმფოციტების  მიერ  ჩამოყალიბებული  შეძენილი იმუნიტეტი  „საბრძოლო იარაღების „ მთელ არსენალს ფლობს , თუმცა ორგანიზმის საფრთხეების წინააღმდეგ საპასუხო შეტევებისათვის დრო სჭირდება . ადამიანს მის გარდა თანდაყოლილი  ანუ არასპეციფიკური იმუნიტეტიც აქვს . ეს არის სისტემა, რომელშიც ზოგადი ხასიათის , მაგრამ სწრაფად მოქმედი რეაქციებია გაერთიანებული.ისინი ქსოვილის დაზიანებისთანავე ,განურჩევლად მიზეზისა  დაუყოვნებლივ იწყებენ მოქმედებას . ზოგადი რეაქციებიდან ყველაზე ხშირია ანთება რის დროსაც დაზიანების საპასუხო დაუყოვნებელი შეტევისათვის სისხლის მიმოქცევაში არსებული ნივთიერებებისა და ლეიკოციტების მობილიზება ხდება . მართალია ამ პროცესებს პაციენტისთვის გარკვეული უსიამოვნო შეგრძნებები ახლავს , მაგრამ დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად მწვავე და მყისიერი ანთებითი რეაქციები უმნიშვნელოვანესია. მათ გარეშე ჭრილობები არ შეხორცდება და უმცირესი ინფექციაც კი დაუბრკოლებლად გავრცელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია შინაგანი მექანიზმები,რომლებიც როგორც წესი , ანთების რეგულირებასა და ჩაცხრობაში მონაწილეობენ . ქრონიკული ანთება ხშირ შემთხვევაში გვირგვინოვანი არტერიების დაავადებების მიზეზი ხდება . გარდა ამისა , რამდენიმე დაავადების განვითარებისთვის ხელშემწყობ გარემოსაც ქმნის .

     ფიზიკური ვარჯიში და იმუნიტეტი 

ფიზიკური ვარჯიში იმუნიტეტს აძლიერებს  კვლევის ჩატარების შედეგად ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად და ზომიერად ვარჯიშობენ სისხლში  ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულები მეტი რაოდენობით აღმოაჩნდათ . ჩატარდა გამოკვლევა სადაც ზომიერი და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის შედეგად T ლიმფოციტების მატება აღინიშნა . ადამიანებს კი რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ ორივე ტიპის ლიმფოციტები ჩვეულებრივზე მცირე რაოდენობით აქვთ ამისი მიზეზი სავარაუდოდ იმუნური რეაქციების დამრთგუნველი ჰორმონი კორტიზოლია, რომელიც დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს გამოიყოფა.

სტატიის ავტორია კლინიკა “აქსა მედიქალის” ოჯახის ექიმი – მაკა ცუცქირიძე

განყოფილება : ეს საინტერესოა