ექიმის ძებნა

გრიპის ვირუსი

13/10/2017

   ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრუნეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე,დაგეგმეთ პრევენციული ღონისძიებები, მიმართეთ კლინიკებს და ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
გრიპი ეს არის ვირუსული დაავადება, რომელსაც თან ახლავს საერთო სისუსტე, შემცივნება, ხველა, ყელის ტკივილი, თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება, დიარეა და ა.შ. იშვიათ შემთხევევაში ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გართულდეს და საჭირო გახდესპაციენტის ჰოსპიტალიზაცია. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს, ამიტომ სასურველია გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდეს 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს. ვაქცინაციისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებულები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები (გულ–სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, საშარდე სისტემის, ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლმბადი სისტემის, და ა.შ); ჯანდაცვის მუშაკები, ხანშიშესულთა,უნარშეზღუდულთა, მცირე ასაკის ბავშვების (განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის) მომვლელები.
გრიპის ვირუსის გენოტიპი მუდმივად იცვლება.არსებობს შანსი იმისა, რომ წინა წლის ვაქცინამ არ იმუშაოს ეფექტურად, ამიტომ ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება.ვაქცინის სასურველ შედგენილობას ყოველ წელს აქვეყნებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, 2017-2018 წლისთვის CDC რეკომენდაციას უწევს, როგორც სამკომპონენტიან ისე ოთხ კომპონენტიან ვაქცინებს –ინაქტივირებულ გრიპის ვაქცინას (IIV) და რეკომბინანტულ გრიპის ვაქცინას(RIV). ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს როგორც კანქვეშ, ასევე კუნთში. მიმდინარე სეზონისთვის რეკომენდებულია მხოლოდ საინექციო გრიპის ვაქცინები. არ არის რეკომენდებული ნაზალური გრიპის ვაქცინა, იგივე ცოცხალი ატენუირებული ვაქცინა (LAIV).
ვაქცინაციის შემდეგ დაახლოებით 2 კვირაასაჭირო, რომ ორგანიზმში გამომუშავდეს ანტისხეულები, ამიტომ სასურველია ვაქცინაცია ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე რამოდენიმე კვირით ადრე, საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის თვე, მაქსიმუმ ნოემბრის შუა რიცხვები.
გრიპის ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია,გააქტიუროთ ყოვედღიური პრევენციული ღონისძიებებიც, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ტარება, მოერიდეთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს ასევე დაიცავით სხვაც – გრიპის სიმპტომებისას დარჩით სახლში ან დროულად მიმართეთ ექიმს.
დროულად და სწორად ჩატარებული ვაქცინაცია პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად აუცილებლად დაგიცავთ დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.

სასარგებლო ბმულები:
https://www.cdc.gov/flu/prevent/index.html
https://www.cdc.gov/mmwr/volumes/66/rr/rr6602a1.htm
http://www.medscape.com/viewarticle/885567?src=par_cdc_stm_mscpedt&faf=1

სტატიის ავტორი: მაკა მაისურაძე

განყოფილება : ეს საინტერესოა