ექიმის ძებნა

ლერიშის სინდრომი

12/04/2017

ლერიშის სინდრომი არის პერიფერიული არტერიული დაავადება, რომელიც ვითარდება მუცლის აორტის საბოლოო ნაწილის (ბიფურკაციის), ან თეძოს ორივე არტერიის ობსტრუქციის შედეგად. რაც ჩვეულებრივ განპირობებულია სისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანებით და თრომბოემბოლიით. ზოგჯერ ვასკულიტით.დაავადება ძირითადად ვლინდება 30-40 წლის ასაკის მამაკაცებში.

დაავადებას ლერიშის სინდრომი ეწოდება გამოჩენილი ფრანგი ქირურგის რენე ლერიშის საპატივსაცემოდ, რომელმაც პირველად აღწერა ამ  სინდრომისთვის დამახასიათებელი ტრიადა:

  1. კლაუდიკაცია: ხანგამოშვებითი კოჭლობა, რასაც თან ახლავს ბარძაყის და დუნდნულო კუნთების განლევა
  2. ბარძაყის არტერიის პულსაციის შესუსტება, გაქრობა
  3. ერექციული დისფუნქცია/იმპოტენცია

გარდა აღნიშნული სიმპტომებისა ლერიშის სინდრომს ახასიათებს პერიფერიული ობლიტერაციული ანგიოპათიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლის ინტენსივობაც დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე.  გარდა ზოგადი სიმპტომებისა როგორიცაა  ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი, კანის სიფერმკრთალე, პარესთეზიები, სისუსტე, ცივი კიდურები,  ტროფიკის დარღვევასთან დაკავშირებული ჩივილები: იშემია, ნეკროზი, განგრენა , როცა დაზიანების უბანი მოიაცავს მეზენტერიალურ არტერიებს შესაძლებელია გამოვლინდეს მუცლის ტკივილი კიბეზე ასვლისას, ასევე დისკომფორტი დუნდულოებისა და წელის მიდამოში.

ხანგამოშვებითი კოჭლობის ხასიათის მიხედვით ლერიშის სინდრომი არის 5 ხარისხის:

  1. ხარისხი: ხანგამოშვებითი კოჭლობა იწყება 1კმ-ზე მეტი მანძილის გავლისას
  2. 2ა ხარისხი: ტკივილი იწყება 200დან 1კმ-მდე მანძილის გავლისას
  3. 2.ბ ხარისხი: ტკივილი იწყება 200 მმდე მანძილის გავლისას
  4. ხარისხი : 25 მ-ზე მეტ მანძილს ვერ გაივლის ტკივილის გარეშე
  5. ხარისხი: ავადმყოფს ძლიერი ტკივილის გამო გადაადგილება არ შეუძლია, რის გამოც ვითარდება დისტროფიული ცვლილებები კიდურებში, ტროფიკული წყლულების გაჩენა

დაავადების დიაგნოზი ისმება კტ ანგიოგრაფიით, ან სადაც აღნიშული კვლევა არის უკუჩვენება კეთდება მრტ ანგიოგრაფია კონტრასტით.

ზოგჯერ ლერიშის სინდრომი შერწყმულია სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიასთან, მაგალითად რეინო-ლერიშის სინდრომი შეიძლება შეგვხვდეს ზოგიერთი ისეთი დაავადების ფონზე, რომლებიც ხასიათდებიან კიდურების სისხლძარღვების  და ან ნერული სისტემის დაზიანებით, რომლებიც მონაწილეობენ მათ ინერვაციაში,  მაგალითად: სკლეროდერმიის, წითელი მგლურას, სირინგომიელიის, პოლინევრიტების, ხერხემლის დაზიანების დროს.

პაციენტებს ურჩევენ მიატოვოს თამბაქოს წევა და შეასრულოს განსაზღვრული პროგრამით შერჩეული ვარჯიშები, ამის პარალელურად საჭიროა დაიწყოს დაავადების განვითარებაზე მოქმედი სხვა პათოლოგიებთან ბრძოლა, ჰიპერლიპიდემიის თანაარსებობისას საჭიროა მასზე ზემოქმედება, ვინადან ლიპიდური ცვლის მოწესრიგება ამცირებს ახალ ათეროსკლეროზულ დაზიანებათა განვითარების რისკს, დიაბეტის თანაარსებობისას საჭიროა გლიკემიის კონტროლი.

მკურნაობა გულისხმობს რევასკულარიზაციას: ანგიოპლასტიკა-სტენტირება ან ვასკულური გრაფტირება, თეძო აორტის გრაფტირება.

სტატიის ავტორია კლინიკა “აქსა მედიქალის” ოჯახის ექიმი – ანუკა კვახაძე

განყოფილება : ეს საინტერესოა