ექიმის ძებნა

პლაზმოლიფტინგი

08/04/2016

 

PRP-ტექნოლოგია (პლაზმალიფტინგი),მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობილი, კანის გაახალგაზრდავების  უახლესი პროცედურაა.

მეთოდი  შემუშავებულ იქნა  შვეიცარიელი ექიმების მიერ და ითვალისწინებს კანში, პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას.

სადღეისოდ PRP-ტექნოლოგია ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად.თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური.

  •  ქუთუთოები
  • კანი თვალის ირგვლივ
  • სახის კანი
  • ყელი და დეკოლტე
  • ალოპეცია (სიმელოტე)
  • თმის ცვენა
  • წამწამებისა და წარბების ცვენაგათხელება
  • ფეხის ტერფები.

პროცედურა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების სამკურნალოდ.

პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მცირდება მე-2, მე-4 დღეს, ხოლო მეორე  პროცედურის შემდეგ კი ჩერდება. აქტიურდება თმის ზრდის ფაზა, უმჯობესდება ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება, იმატებს თმის ღერების დიამეტრი. იწყება ჯანმრთელი თმის ზრდა.
PRP – პროცედურის შემდეგ კანის მიძინებული უჯრედები  იწყებენ  “ახალგაზრდულ” რეჟიმში მუშაობას. შესაბამისად, სასურველია პროცედურების ჩატარება კანის დაბერების პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე (სიმშრალე, გაძლიერებული აქერცვლა, პიგმენტაციები და სხვა).პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი ფიბრობლასტების სტიმულაციას. ფიბრობლასტები კი სწორედ ის უჯრედებია, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლაგენისა და კანის ახალგაზრდობის პროცედურის დროს, პლაზმის იმ ნაწილისგან, რომელიც არ არის გამდიდრებული თრომბოციტებით, სპეციალურ აპარატურაში დამუშავების შემდეგ მიიღება ფილერი, ანუ შემავსებელი, ჟელეს სახით, რომელიც გამოიყენება ღრმა ნაოჭების შესავსებად.

პლაზმოლიფტინგი არ არის რეკომენდირებული  იმუნოდეპრესიული მდგომარეობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;   პრო და ანტიკოაგუალანტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში;  ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:  სისხლის სისტემური დაავადებები, კანის ანთებითი დაავადებები,  ჰეპატიტი,  ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.

შედეგი და უპირატესობა:

  • კანის  რეგენერაციული  თვისებების  გაძლიერება.
  • კანის  გაწმენდა პიგმენტური  ლაქებისგან.
  • კანის  ელასტიურობის  მომატება  და  დარბილება.
  • კანის  ფერისა  და  ტექსტურის  გაუმჯობესება.
  • კანის  დატენიანება  და  ჰიდრობალანსის  რეგულირება.
  • კანის  ადგილობრივი  იმუნიტეტის  გაძლიერება.
  • არ  სჭირდება  წინასწარი  მომზადება.
  • არ  აქვს  ასაკობრივი  შეზღუდვა.
  • არ  გააჩნია  ალერგიული  ან  შეუთავსებლობის  რეაქცია.
  • მას  აქტიურად  გამოიყენებენ  როგორც  ქალები, ისე  მამაკაცები.
  • მიზანშეწონილია 4-6 პროცედურის  ჩატარება 10-14 დღის  შუალედით.
  • პროცედურა მტკივნეული  არ  არის  და  ანესთეზიას  არ  საჭიროებს.

 

 

 

 

 

 

განყოფილება : Axa Beauty