ექიმის ძებნა

სოლომონ დანდურაშვილი

სოლომონ დანდურაშვილი

კლინიკა „აქსა მედიქალის“ ზოგადი ქირურგი.

2015 წლიდან მუშაობს კლინიკა „აქსა მედიქალში“ ზოგად ქირურგად.

2003 წლიდან დღემდე მუშაობს ელისაბედ ბლექველის ჰოსპიტალში, ს.ხეჩინაშვილის თსსუ-ს კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიის დეპარტამენტში, ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეში“ – ზოგად ქირურგად.

მიღებული აქვს განათლება თბილისის სამედიცინო აკადემიაში. გავლილი აქვს საგანმანათლებლო კურსები ჰემატოლოგიასა და ლაპარასკოპიაში.

1999 წლიდან დღემდე მონაწილეობას იღებს საქართველოს და ევროპის ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე.გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები და ნაშრომები.

ბატონი სოლომონი ადგილზე ატარებს ხშირად დანიშვნად მანიპულაციებს, როგორიცაა ჭრილობის პირველადი დამუშავება, შეხვევა, ათერომის კვეთა, პანარიციუმის გახსნა და ა.შ.

თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

დეპარტამენტი: ქირურგია
პოზიცია: ზოგადი ქირურგი