ექიმის ძებნა

მაია დოლიძე

მაია დოლიძე

კლინიკა „აქსა მედიქალის“ მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

2015 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა „აქსა მედიქალში“  გინეკოლოგად.

1995 წლიდან დღემდე – მუშაობს სხვადასხვა კლინიკებში.პარალელურად მოღვაწეობს პედაგოგად თბილისის სახელმწიფო აკადემიაში, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.

1988-1994წწ – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე. მიღებული აქვს მეან-გინეკოლოგის ლიცენზია.

2006 წლიდან დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას პროფესიულ კონგრესებზე.

ქალბატონი მაია არის 26 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. 2006 წელს მიღებული აქვს სამეცნიერო ხარისხი – მედიცინის აკადემიური დოქტორი.2012წლიდან საქართველოს პერინატოლოგთა და მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრია.

კლინიკა აქსა მედიქალში ქალბატონი მაია ატარებს  ყველა სახის გინეკოლოგიურ მანიპულაციას ,აგრეთვე ორსულების მონიტორინგს.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

დეპარტამენტი: გინეკოლოგია
პოზიცია: მეან-გინეკოლოგი