ექიმის ძებნა

გიორგი მიქაბერიძე

გიორგი მიქაბერიძე

კლინიკა „აქსა მედიქალის“ ზოგადი ქირურგი.

2015 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა „აქსა მედიქალში“ – ზოგად ქირურგად.

2008 წლიდან დღემდე მუშაობს ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში,სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

2012 წლიდან დღემდე მოღვაწეობს პედაგოგად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

1999-2004 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე.

2004-2008 წწ. გაიარა სარეზიდენტო პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სპეციალობით – ზოგადი ქირურგია.

სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს კურსები და ტრენინგები ულტრასონოგრაფიის, მედიცინის მენეჯმენტის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ჯანდაცვის პოლიტიკის განხრით.

ექიმი გიორგი ადგილზე ატარებს ხშირად დანიშვნად მანიპულაციებს, როგორიცაა ჭრილობის პირველადი დამუშავება, შეხვევა, ათერომის კვეთა, პანარიციუმის გახსნა და ა.შ.

დეპარტამენტი: ქირურგია
პოზიცია: ზოგადი ქირურგი