ექიმის ძებნა

ნინო თოთაძე

ნინო თოთაძე

კლინიკა „აქსა მედიქალის“ ექიმი პედიატრი-ნუტრიციოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

2015 წლიდან  მუშაობს  კლინიკა  “აქსა მედიქალში” ექიმ პედიატრ-ნუტრიციოლოგად.

2013წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,ზოგადი პედიატრიის დეპარტამენტში, მოწვეულ პედაგოგად.

2013-2015 წწ-ში მუშაობდა ტელეკომპანიებში „იმედი“,“რუსთავი 2“ – სამედიცინო გადაცემებში.

2005-2011წწ – მუშაობდა – ს/ს. მ.იაშვილის სახ.ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გენერალური დირექტორის მრჩევლად, აღმასრულებელ დირექტორად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

1997-2006წწ – მუშაობდა საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

1992-1999 წწ – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიის ფაკულტეტზე.

2008 წელს მიღებული აქვს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის დიპლომი.

2014-2015 წწ – გავლილი აქვს გრძელვადიანი პროგრამა პედიატრია-ნუტრიციოლოგიაში.

დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში.

კლინიკა “აქსა მედიქალში” ექიმი ნუტრიციოლოგი პედიატრთან შეთანხმებით ინდივიდუალურად ადგენს ბავშვთა კვების რაციონს.

დეპარტამენტი: პედიატრია
პოზიცია: ნუტრიციოლოგი, პედიატრი