ექიმის ძებნა

რატომ წყალი?!

19/11/2017

 არ არის მნიშვნელოვანი თქვენი ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი. წყლის დალევა ყოველთვის საუკეთესოა  ჯანმრთელობისათვის. ჩვენი ორგანიზმი შედგება 60% წყლისაგან. ჰიდრატირებულ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზმი სისტემებში ანაწილებს საკვებ ნივთიერებებს , გამოდევნის ნარჩენ პროდუქტებს, კანს აძლევს გლუვ  შესახედაობას და  უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი თუ კუნთოვანი სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს დაღლილობას.  წყლის „წრუპვა“ ერთ-ერთი საუკეთესოა რაც შეიძლება გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისათვის და უშუალოდ პირის ღრუსათვის. განსაკუთრებით მაშინ თუ წყალი ფტორირებულია.

ფტორირებული წყალი – „ პირის ღრუს ბუნებრივი მებრძოლი“ ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, თუმცა  სამკურნალო თვისებით გამოირჩევა  პირის ღრუს დაავადებების საპრევენციოდ. ფტორიზაცია მნიშვნელოვნად ეფექტური ეკონომიური  დანაზოგია კბილის დაავადებების საპრევენციოდ და  მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აშშ-ში გამოკვლევებმა ცხადყო რომ ყოველი 1$ -ის ინვესტიცია წყლის ფტორიზაციისთვის 38$ დანაზოგია რომელიც განკუთვნილია სტომატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

რატომ მაინც და მაინც წყალი?!

წვენისა თუ სხვადასხვა სითხის (ჩაი, ყავა)  მიღება უზრუნველყოფს საკვები ნარჩენების ჩამორეცხვას. მაგრამ არასასურველი ბაქტერიები გროვდებიან კბილის მიუდგომელ ადგილებში. კარიესოგენული ბაქტერიები იკვებებიან  შაქრით , გამოიმუშავებენ  მჟავა  პროდუქტებს, რაც სასფუძველია კარიესული ღრუს ჩამოყალიბებისა. გარდა  ამისა  განსაკუთრებით ფერადი სასმელი  ხელს   უწყობს  კბილის მინანქრის შეფერილობის ცვლილებას და დროთა  განმავლობაში  კბილის  მაგარი ნადების  ჩამოყალიბებას. გარდა ამისა სასმელების  უმეტესობას თავად აქვს  მჟავა  პროდუქტი  დამატებული.  ფოსფორული, ციტრუსის თუ ვაშლის მჟავას სახით საგემოვნო თვისებების მისაცემად.  ესენიც მოინელება  ბაქტერიების  მიერ ჩვეულებრივი მჟავების მსგავსად. მხოლოდ  წყალია ერთადერთი ნეიტრალური სასმელი რომლის ყოველი ყლუპი ასუფთავებს პირის ღრუს. უზრუნველყოფს  ნარჩენების ჩამორეცხვას , აგრეთვე  ბაქტერიების მიერ გამოყოფილი მჟავა პროდუქტების განეიტრალებას  და  ჯანსაღ  სუნთქვას.

  წყალი  ებრძვის  მშრალ  პირის  ღრუს?!

 იცოდით რომ ნერწყვის 99%  წყალია?  ნერწყვი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ელემენტია პირის ღრუსათვის  და  არა მხოლოდ….  მშრალი  პირის ღრუ  ეს ის  კონდიციაა , როცა რთულდება  ყლაპვისა და ღეჭვის  ფუნქცია  ,  მინანქრის  მინერალებით  გაჯერება. როდესაც ნერწყვი არ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით იქმნება რისკი განვითარდეს  ქსეროსტომია, რაც არასასურველად აისახება არა მხოლოდ კბილებზე არამედ მთელს ორგანიზმზე. ნერწყვის გამოყოფის  ბალანსირების უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ რომ  ოფტიმალური  რაოდენობით  ვსვამთ   წყალს.

  არ  შეიცავს  კალორიებს!

 ტკბილი და გაზიანი სასმელი რომელიც გაჯერებულია დიდი რაოდენობით შაქრითა და კალორიებით ორგანიზმისათვის დიდ რისკს  წარმოადგენს .  მაგ: ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი  სასმელის 0,5ლ-ის კვებითი  ღირებულება  შემდეგია: კალორია-140 , შაქარი – 39გრ. მხოლოდ წყალია  ერთადერთი სითხე რომელიც მსგავს მინარევებს არ შეიცავს და კვლევებითაც დამტკიცებულია , წყალი გამოიყენება დიეტოლოგიაშიც წონის შესამცირებლად.

ეს საინტერესოა:

  • ამერიკის მოსახლეობის 73% გაუწყოვნებულია. ეს ნიშნავს რომ თითოეულის ორგანიზმის 70% დეჰიდრატირებულია.
  • თუნდაც  გაუწყლოვნების  მცირე  მაჩვენებელი  რომელიმე  სისტემის  მეტაბოლიზმს 3%-ჯერ ამცირებს.
  • იმისათვის  რომ  აინაზღაუროთ  წყლის  დანაკარგი  დალიეთ  ორჯერ  მეტი  წყალი,  ვიდრე  იღებთ  ჩაის  ან ყავას.
  • გაზიანი  სასმელების  უმეტესობა შეიცავს ფოსფორის მჟავას (Ph=2.8) ,რომელიც უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემიდან კალციუმის  გამოდევნას.  ეს მექანიზმი  კი უმთავრესი  ხელშემწყობი ფაქტორია ოსტეოპოროზის  განვითარებაში. მაგ: თუ ფრჩხილის ქსოვილს 4 დღის  განმავლობაში მოვათავსებთ პირობითად „X”  სასმელში  დაიშლება.
  • დღეში  5 ჭიქა წყლის  მიღება 45%  ამცირებს  მსხვილი   ნაწლავის , 79%  მკერდის   სიმსივნის   რისკს.

და ბოლოს… როდესაც მოგწყურდებათ დალიეთ წყალი შეუზღუდავი რაოდენობით, რათა იზრუნოთ თქვენი ორგანიზმისა და თქვენი ჯანსაღი ღიმილისათვის…

სტატიის ავტორია:  ექიმი  სტომატოლოგი  –  სოფო ფილიევი

განყოფილება : ეს საინტერესოა