ექიმის ძებნა

ზამთარი ჩვენი მღელვარებისა

28/11/2016

   1.თქვენ კანი

ზამთარში კანი განსაკუთრებულად მიდრეკილია სიმშრალისაკენ. ამას ხელს უწყობს დაბალი ტენიანობა, როგორც გარეთ, ასევე შენობაში. იბანავეთ მხოლოდ თბილი და არა ცხელი წყლით   გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხები. არ დაგავიწყდეთ მზისაგან დამცავი საშუალებებიც. გახსოვდეთ, რომ ულტრაიისფერი სხივები ზაფხულშიც და ზამთარშიც ერთნაირად აზიანებენ კანს.

 

  1. დეპრესია

ზამთრის ხანმოკლე და ღრუბლიანი დღეები ბევრ ადამიანში სეზონურ დეპრესიას იწვევენ. ამ ტიპის დეპრესია ხშირად გამოვლინდება ძილიანობით, მადის მომატებით, გუნება-განწყობის დაქვეითებით, სასოწარკვეთილებით და უიმედობით. ამ დროს რეკომენდებულია ფსიქოთერაპია და ქცევითი თერაპია, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა. თუ თქვენ დეპრესია გაწუხებთ, გახსოვდეთ მისი მკურნალობა შესაძლებელია.

 

  1. მშრალი თვალები ზამთარში

თუ თქვენ გაწუხებთ თვალების ქავილი, წვის ან უცხო სხეულის შეგრძნება – თქვენ გაქვთ მშრალი თვალის სინდრომი, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალები არ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობით ცრემლს. ეს მდგომარეობა ყოველთვის მწვავდება ზამთარში, რადგან თვალების გამოშრობას ხელს უწყობს ცივი ქარი და გათბობის სისტემები. ეს პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, დღის განმავლობაში ხშირად გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი. თუ ეს საკმარისი არ იქნება მიმართეთ ოფთალმოლოგს.

4. ტემპერატურის ცვალებადობა იწვევს შაკიკის შეტევებს

ტემპერატურის უეცარი ვარდნა, ან მკვეთრი ცვლილება ბევრ ადამიანში იწვევს შაკიკის შეტევებს. იმისათვის, რომ დაადგინოთ არის თუ არა დაკავშირებული შეტებევი ამინდთან, გირჩევთ ყოველი შეტევისას ჩაინიშნოთ დღიურში იყო თუ არა ტემპერატურის ან ამინდის ცვლილება. თუ თქვენ შაკიკი გაწუხებთ, გირჩევთ ყოველთვის თან გქონდეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რადგან ისინი ყველაზე ეფექტურად მოქმედებენ ტკივილის დაწყებისთანავე.

 

  1. ცხოვრების წესი

ზამთრის ცივ ამინდში ვარჯიში, სირბილი ან სიარული ნაკლებად სასიამოვნო ხდება. ამის გამო არ დაანებოთ ვარჯიშს თავი და ნუ დაელოდებით გაზაფხულის მოსვლას. თქვენ შეგიძიათ ივარჯიშოთ სპორტ-დარბაზში, იაროთ ცურვაზე, ან ივარჯიშოთ თუნდაც სახლში, მთავარია დარჩეთ აქტიურები. ვარჯიშის შეწყვეტამ შესაძლებელია იმოქმედოს როგორც თქვენს წონაზე, ასევე გუნება-განწყობაზე.

 

განყოფილება : ეს საინტერესოა